TOC

This article is currently in the process of being translated into Georgian (~98% done).

Getting started:

Visual Studio Community

Visual Studio არის პროფესიონალური IDE (ინტეგრირებული დეველოპმენტის გარემო) რომელიც ბევრი .NET-ის დეველოპერის არჩევანს წარმოადგენს. ის Microsoft-ის მიერ არის შემუშავებული, რომელიც ასევე .NET framework-სა და პროგრამირების ენას C#-ს ქმნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიულად VS-ი (Visual Studio-ს შემოკლებული ფორმა) საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტი იყო, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, უკვე მრავალი წელია Microsoft-ი ინდივიდუალური დეველოპერებისთვის უფასო ვერსიას გვთავაზობს.

ადრე, ეს უფასო ვერსია სხვადასხვა ამოცანებისთვის ცალკეულ ვერსიებს წარმოადგენდა, მაგალითად, Visual C# Express, Visual Web Developer და ასე შემდეგ. თუმცა, ახლა მას უბრალოდ Visual Studio Community ჰქვია და ისევე, როგორც Express ვერსიები, ისიც Visual Studio-ს პროფესიონალური ვერსიის მსუბუქ ვარიანტს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში გამოტოვებულია რაღაც-რაღაც ფუნქციონალი, მაგრამ არ ინერვიულოთ - Community ვერსია ყველა ძირითად საშუალებას შეიცავს რაც საკმარისზე მეტია ამ სალექციო კურსით C#-ის შესასწავლად.

Visual Studio Community-ს გადმოწერა

ასე რომ, სასწავლო კურსის დასაწყებად, გადმოწერეთ Visual Studio Community საიტიდან visualstudio.com. აქ არის გადმოწერის გვერდის პირდაპირი ბმული:

https://www.visualstudio.com/downloads/

როგორც კი გადმოწერთ და დააინსტალირებთ Visual Studio-ს, მზად იქნებით შემდეგ თავზე გადასასვლელად, სადაც ერთად შევქმნით თქვენს პირველ C#-ის აპლიკაციას.

არ იყენებთ Windows-ს?

არ იდარდოთ, ასევე არსებობს macOS-ის ვერსიაც - უბრალოდ გადადით ზემოთ აღნიშნულ ბმულზე და აირჩიეთ შემდეგი ვერსია: Visual Studio Community for macOS!