TOC

This article is currently in the process of being translated into Georgian (~99% done).

Getting started:

Hello, world!

თუ როდესმე გისწავლიათ პროგრამირების ენა, გეცოდინებათ რომ პირველი პროგრამა ყოველთვის "Hello, world!"-ის მაგალითით იწყება. ვინ ვართ რომ ასეთი კარგი ტრადიცია დავარღვიოთ? გახსენით Visual Studio Community (რომელიც წინა თავში წარმოგიდგინეთ) და აირჩიეთ File -> New -> Project. პროექტის დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ Console App (.NET framework). ეს არის ყველაზე საბაზისო აპლიკაციის ტიპი რომელიც Windows სისტემაზე შეგიძლიათ შექმნათ, მაგრამ ენის სასწავლად საუკეთესო ვარიანტია. როგორც კი Ok ღილაკს დააჭერთ Visual Studio თქვენთვის ახალ პროექტს შექმნის, რომელშიც მოთავსებული იქნება Program.cs ფაილი. აქ იწყება მთელი მხიარულება. ეს ფაილი ასეთნაირად უნდა გამოიყურებოდეს:

using System;
using System.Collections.Generic;
using System.Linq;
using System.Text;
using System.Threading.Tasks;

namespace ConsoleApp1
{
    class Program
    {
static void Main(string[] args)
{
}
    }
}

სინამდვილეში, ეს ხაზები რეალურს არაფერს აკეთებს, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. სცადეთ აპლიკაციის გაშვება კლავიატურაზე F5 ღილაკის დაჭერით. ამ გზით Visual Studio-ს თქვენს კოდს დააკომპილირებინებთ და შეასრულებინებთ, მაგრამ როგორც ხედავთ, ის ბევრს არაფერს აკეთებს. სავარაუდოდ დაინახავდით შავ ფაჯარას რომელიც გაიხსნა და მაშინვე დაიხურა. ეს იმიტომ, რომ ჩვენი აპლიკაცია ჯერჯერობით არაფეს აკეთებს. შემდეგ თავში თითოეულ ხაზს სათითაოდ გავივლით და ვნახავთ რას აკეთებს თითოეული მათგანი, მაგრამ ახალა უკეთესი იქნება რაიმე რეალური შედეგი დავინახოთ, ასე რომ მოდით წარმოვიდგინოთ თითქოს ყველაფერი ვიცით C#-ის შესახებ და შედეგის მისაღებად რამდენიმე ხაზი კოდი დავამატოთ. უკანასკნელი ფიგურული ფრჩხილების შიგნით { } ეს ხაზები დაამატეთ:

Console.WriteLine("Hello, world!");
Console.ReadLine();

თქვენი პირველი აპლიკაციის კოდი ახლა ასე უნდა გამოიყურებოდეს:

using System;
using System.Collections.Generic;
using System.Linq;
using System.Text;
using System.Threading.Tasks;

namespace ConsoleApp1
{
    class Program
    {
static void Main(string[] args)
{
Console.WriteLine("Hello, world!");
Console.ReadLine();
}
    }
}

კიდევ ერთხელ, კოდის გასაშვებად დააჭირეთ F5-ს, თქვენ დაინახავთ შავ ფანჯარას რომელიც გაჩერდება და მსოფლიოსადმი ჩვენს მისალმებასაც გამოაჩენს. კარგით, ჩვენ კოდს ორი ხაზი დავამეტეთ, მაგრამ რას აკეთებს ეს ხაზები? C#-ისა და .NET framework-ის ერთ-ერთი სასიამოვნო მახასიათებელი ისაა, რომ კოდის ძალიან დიდი ნაწილი გაუვარჯიშებელი თვალისთვისაც საგულისხმოა, რასაც ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს.

პირველი ხაზი ტექსტის გამოსატანად კონსოლის კლასს იყენებს და მეორე კონსოლიდან კითხულებს ტექსტურ ხაზს. კითხულობს? რატომ? სინამდვილეში ეს პატარა ხრიკია, რომლის გარეშეც აპლიკაცია უბრალოდ დამთავრდებოდა და ფანჯარაც დაიხურებოდა მანამ სანამ ვინმე მასში გამოტანილ შედეგს დაინახავდა.

ReadLine ბრძანება აპლიკაციას ეუბნება რომ მომხმარებლისგან შემოყვანილ ინფორმაციას დაელოდოს და როგორც შეამჩნიეთ კონსოლის ფანჯარა ახლა ტექსტის შემოყვანის უფლებას გაძლევთ. მის დასახურად Enter ღილაკს დააჭირეთ. გილოცავთ, ახლახანს თქვენ თქვენი პირველი C#-ის აპლიკაცია შექმენით! გააგრძელეთ შემდეგი თავის კითხვა რათა გაიგოთ თუ რა ხდება სინამდვილეში.