TOC

This article is currently in the process of being translated into Georgian (~91% done).

საფუძვლები:

მონაცემთა ტიპები

ისეთი პროგრამირების ენებში როგორც არის C# მონაცემთა ტიპები ყველგან გამოიყენება. იმის გამო რომ ეს არის მკაცრად ტიპიზირებული (strongly typed) ენა, ვალდებული ხართ ცვლადის გამოცხადებისას კომპილატორს მიაწოდოთ ინფორმაცია ცვლადის ტიპის შესახებ, რასაც ცვლადებისთვის მიძღვნილ თავში ნახავთ. ამ თავში ყველაზე ხშირად გამოყენებად მონაცემთა ტიპებს გავივლით და ვნახავთ თუ როგორ მუშაობენ ისინი.

bool ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ტიპია. მას მხოლოდ ორი მნიშვნელობის - false (მცდარია) or true (ჭეშმარიტია) შენახვა შეუძლია. bool ტიპის გაგება მნიშვნელოვანია როდესაც ლოგიკურ ოპერაციებს ვასრულებთ, მაგალითად როგორციაა if გამოსახულება.

int integer-ის შემოკლებული ფორმაა, ეს მონაცემთა ტიპი მთელი რიცხვების შესანახად გამოიყენება. რიცხვებთან მუშაობის დროს int ყველაზე ხშირად გამოყენებადი მონაცემთა ტიპია. C#-ში, რიცხვის ზომაზე დამოკიდებულებით, მთელი რიცხვების შესანახად კიდევ რამდენიმე მონაცემთა ტიპი არსებობს.

string ტექსტების შესანახად გამოიყენება, ის სიმბოლოების მიმდევრობას წარმოადგენს. C# ტექსტები მუტაციას არ განიცდიან (immutable), რაც იმას ნიშნავს, რომ შექმნის შემდეგ მათი შეცვლა შეუძლებელია. როდესაც ისეთ მეთოდს ვიყენებთ რომელიც string-ს ცვლის, სინამდვილეში ახალ string-ს ქმნის და აბრუნებს ძველი კი უცვლელი რჩება.

char მხოლოდ ერთი სიმბოლოს შესანახად გამოიყენება.

float ერთ-ერთი ისეთი მონაცემთა ტიპია რომელსაც ათწილადი რიცხვების შენახვა შეუძლია.

დასკვნა

ეს არის ყველაზე საბაზისო მონაცემთა ტიპები C#-ში და აქ მხოლოდ ძალიან საბაზისო ინფორმაცია მოგაწოდეთ. ეს საკმაოდ მშრალი თემაა, ამიტომ სანამ უფრომ მეტს წაიკითხავთ მონაცემთა ტიპების შესახემ უმჯობესი იქნება მათ მოქმედებაში თუ იხილავთ. ასე რომ, გადადით შემდეგ თემაზე და ნახეთ როგორ ვიყენებთ ცვლადებს რომლებიც სხვადასხვა ტიპის მონაცემებს ინახავენ.

Later in this tutorial, we'll go much more in depth with all the various data types found in the .NET framework.


This article has been fully translated into the following languages: Is your preferred language not on the list? Click here to help us translate this article into your language!