This article is currently in the process of being translated into Georgian (~99% done).
Introduction
მოგესალმებით C# ლექციებზე. .NET framework-ის ბაზარზე შემოტანის დროს Microsoft -მა მასში ახალი ენა, C#-ი (გამოითქმება როგორც "სი-შარფი") ჩააშენა. C#-ი წარმოადგენს მარტივ, თანამედროვე, ზოგადი დანიშნულების, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენას. ამ ენაში საკვანძო კონცეფციები სხვადასხვა პროგრამირების ენებიდან არის "ნასესხები", მათ შორის საკმაოდ მნიშნველოვანი წილი უჭირავს Java-ს (ჯავა).
თეორიულად შესაძლებელია, რომ C#-ი პირდაპირ მანქანურ კოდზე დაკომპილირდეს, მაგრამ პრაქტიკულად ის ყოველთვის .NET framework-თან კომბინაციაში გამოიყენება. ამრიგად, იმისათვის რომ C#-ზე დაწერილმა აპლიკაციამ იმუშაოს, საჭიროა კომპიუტერზე .NET framework-ი იყოს დაინსტალირებული. მიუხედავად იმისა, რომ .NET framework პროგრამული ენების ფართო სპექტრს გვთავაზობს, C#-ს ზოგჯერ .NET-ის ენასაც უწოდებენ, ალბათ იმიტომ, რომ C#-ი .NET framework-თან ერთად შეიქმნა.
C#-ი ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენაა და არ გვაძლევს გლობალური ფუნქციებისა და ცვლადების შექმნის საშუალებას. ყველაფერი კლასის შიგნით არის მოთავსებული, ისეთი მარტივი ტიპებიც კი როგორიცაა int-ი და string-ი System.Object კლასიდან იღებს მემკვიდრეობას.
მომდევნო თავებში C#-ის ყველაზე მნიშნველოვანი საკითხებისკეთ გაგიძღვებით.
- Afrikaans
- Amharic
- Arabic
- Bangla
- Bosnian
- Bulgarian
- Chinese
- Croatian
- Czech
- Danish
- Dutch
- Finnish
- French
- Georgian
- German
- Greek
- Hebrew
- Hungarian
- Indonesian
- isiZulu
- Italian
- Japanese
- Khmer
- Korean
- Lao
- Persian
- Polish
- Portuguese
- Punjabi
- Romanian
- Russian
- Serbian
- Slovak
- Spanish
- Swedish
- Thai
- Turkish
- Ukrainian
- Urdu
- Uzbek
- Vietnamese
- Yoruba